დღეს ვაკის პარკში, მეგობრებთან ერთად, გასართობად გასული მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
გოგონას ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოღების დროს, დენმა დაარტყა, რის შემდეგადაც მას გული გაუჩერდა. ექიმების მცდელობა გადაერჩინათ მოზარდი უშედეგო აღმოჩნდა და იგი გარდაიცვალა….
ვაკის პარკში მიმდინარეობს საქმის გამოძიება, ჩართული არიან ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი.
სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოხდარი ტრაგედიის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს