spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"სახელმწიფომ პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა...

“სახელმწიფომ პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განიხილოს სასჯელის გადავადების საკითხი” – ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი – ,,პატიმრის უფლება ჯანდაცვაზე – მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის და თანმდევი მოვლენების ანალიზი’’. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, ტელეკომპანია “მტავარი არხის” ჟურნალისტთან შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქართველოს პრაქტიკაში მოიძებნება ისეთი მაგალითი, როდესაც მოხდა სასჯელის გადავადება და პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა:

,,სახელმწიფომ, პატიმრის ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა განიხილოს სასჯელის გადავადების საკითხი და ასევე, შესაძლებელია უცხოეთში პრეზიდენტის მკურნალობის საკითხის განხილვაც. სწორედ იმ სასჯელის გადავადების პერიოდში.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება. კონკრეტულად, ამ ანალიტიკურ დოკუმენტშიც არის ასახული, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი ბენეფიციარი ასევე გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებიდან – სწორედ სასჯელის გადავადების შესაძლებლობით. მან იმკურნალა ჯერ საქართველოში – როგორც მახსოვს, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არ იყო მკურნალობა ეფექტიანი, მან საფრანგეთში გააგრძელა მკურნალობა. შემდეგ ჩვეულებრივ დაბრუნდა.

სრულიად შესაძლებელია მსგავსი მიმართულებით იმუშაოს სახელმწიფომ და არ იყოს პრეზიდენტი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...