spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაიონის დღევანდელ ხელმძღვანელობას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს, მათი...

“რაიონის დღევანდელ ხელმძღვანელობას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს, მათი მთავარი საზრუნავი კორუმპირებულების ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაქმებაა” – ზაზა ვანაძე ხულოს რაიონში არსებულ პრობლემებზე

რაიონში არსებული პრობლემები და უკმაყოფილო მოსახლეობა. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაზა ვანაძე სააგენტო “პარალელთან” იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც წლების განმავლობაში აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას:

მრავლადაა ხულოს მუნიციპალიტეტში პრობლემები, თუმცა ეს მმართველ პარტიას არ აღელვებს – ადგილობრივ ხელისუფლებაში მოკალათებულები, რომლებმაც ჯერ აბაშიძის მმართველობის დროს გამოხრეს ბიუჟეტი, შემდეგ სააკაშვილის და ახლა დაპორტირებულები პრორუსულ “ქართული ოცნებაში”, საქმის კეთების ნაცვლად რაიონის ბიუჯეტის ხვრას აგრძელებენ. წლების განმავლობაში, არაერთი ხელისუფლება შეიცვალა ხულოს რაიონში, თუმცა არცერთი პრობლემა პრაქტიკულად არ მოგვარებულა.

გაგაცნობთ ხულოს რაიონულ ცენტრსა თუ  სოფლებში, მოსახლეობის წინაშე, წლების განმავლობაში არსებულ ძირითად პრობლემებს:

პირველი – შიდა გზები არის მოუწესრიგებელი და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება უჭირთ.

მეორე – ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში. არ არსებობს მოსაცდელები, რაზეც ძალიან სწუხს მოსახლეობა. არ არის მოწესრიგებული სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები, რაც ხშირად იწვევს მეწყრულ პროცესებს.

ძალიან ბევრი სოფელი დარჩენილია უწყლოდ და არ იციან ზამთარი როგორ გადაიტანონ. ამ პირობებში, მათი არასწორი მართველობით, არასწორი პრიორიტეტების დაგეგმებით 49 ტენდერი ჩავარდა სამწუხაროდ ისეთ რაიონში, როგორიცაა ხულო, სადაც ოდითგანვე იდგა და დღემდე დგას ეს პრობლემა, არცერთმა ხელისუფალმა არ იზრუნა მისი გადაჭრის გზებზე.

რაიონის დღევანდელ ხელმძღვანელობას კი ხალხის პრობლემები არ აინტერესებს, მათი მთავარი საზრუნავი კორუმპირებულების ოჯახის წევრებისა, ახლობლების დასაქმებაა და რუსული ოცნების აქტივისტებითა გადაჭედილები სიპები თუ აიპები, იფლანგება ხალხის ფულები, რომლითაც ის პრობლემები უნდა მოგვარდეს, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი,” – აცხადებს ზაზა ვანაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...