პარასკევი, მარტი 29, 2024

“ვინ კეკლუცობს თავის მოსახლეობასთან, ეს არ ვიცით – ჩვენ საზღვარზე გვაქვს დაწესებული ის რეჟიმი, რომელიც არის საქართველოს ინტერესებში” – ირაკლი ზარქუა

ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. მმართველი პარტია გმობს რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, თუმცა სავიზო რეჟიმის შემოღებას არ ეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა:

,,თურმე ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხმას არ იღებენ, პასუხი არ გასცეს და ისე წავიდნენ. ჩემმა კოლეგებმა ყველამ თქვა გუშინ ერთხმად, რომ ეს არის ტრაგედია და ეს არის მიუღებელი! ეს ომთან არაფერ კავშირშია… ომს გაცდა!

ვინ კეკლუცობს თავის მოსახლეობასთან, ეს არ ვიცით – ჩვენ საზღვარზე გვაქვს დაწესებული ის რეჟიმი, რომელიც არის საქართველოს ინტერესებში, რომელიც არის ჩვენი სავაჭრო ურთიერთობის ინტერესებში.

ვერცერთი ჩვენი სახელმწიფოს არაკეთილმოსურნე ვერ გადმოლახავს საზღვარს. ამისთვის ირჯებიან ის ბიჭები, რომლებიც იქ დგანან – მესაზღვრეები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები.

ასე, რომ ხელოვნურად დრამატიზირება, არაფერს არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული