ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიმოვითხოვთ, სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი...

მოვითხოვთ, სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია” – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია და “ქართული ოცნება” წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ამიტომ პარტია გვარამიას სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისიფლებას მოითხოვს:

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია მედია-თავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების დასრულება.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ქმედებები, ამ პუნქტებთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან.

ამის ნათელი მაგალითია ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა. მისი დაკავება აბსურდული საფუძვლით მიუთითებს მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაზე, რომლის მიზანია ოპოზიციური მედიის დასუსტება, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანების დაშინება, ასევე, მიზანმიმართულად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დაზიანება.

აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას და პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ოპონენტებს, რაშიც „ქართული ოცნება“ იყენებს მის მიერ მართულ კლანურ სასამართლოს. ყოველივე ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაშიც ხაზგასმით არის დაგმობილი ნიკა გვარამიას პატიმრობა და ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას ხელი აიღოს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ხელი აიღოს პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებაზე, მედიის ზეწოლაზე და დაუყოვნებლივ დარბაზიდან გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად”, – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...