სამშაბათი, აპრილი 23, 2024

როდესაც, მთელი მსოფლიო, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან დუმილი არის დანაშაული – “სტრატეგია აღმაშენებელი”

რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაას ეხმიანება და გმობს “სტრატეგია აღმაშენებელი”, ამასთან პარტიისთვის მიუღებელია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან დუმილი:

რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არის ტერორისტული სახელმწიფოს ქმედება და ეს მიუთითებს მის სისუსტეზე. რადგან ფრონტის ხაზზე უკრაინას აქვს წარმატებები, სასოწარკვეთილმა რუსეთმა მიზანში ამოიღო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსეთის ეს ქმედებები საჭიროებს უმკაცრეს რეაგირებას და აუცილებელია მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომ ამ ქმედებებზე პასუხი იყოს უმკაცრესი.

მაშინ როდესაც, მთელი მსოფლიო, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან დუმილი არის დანაშაული.

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” თანავუგრძნობთ უკრაინას და გვჯერა, რომ უკრაინა და თავისუფალი სამყარო ბოროტების წინააღმდეგ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს,” – ნათქვამია პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული