ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვალატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you”...

ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს

ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს. პოპულარული შოუს ეთერში აქცენტი ბათუმის, როგორც საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან ქალაქზე კეთდება. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოხვდა. გადაცემა ლატვიის ცენტრალურ არხზე ოქტომბერში გავა და მას ასიათასობით მაყურებელი იხილავს. ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია. რიგადან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებმაც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიები და სიუჟეტები გამოაქვეყნეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდა რიგადან, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა. გარდა ამისა, გვიან გაზაფხულზე ბათუმს ლატვიის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ, რომელთა მიერ შემუშავებულმა ტურისტულმა პაკეტებმა ხელი შეუწყო აჭარაში ლატვიელი ტურისტების შემოყვანას.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...