შაბათი, მარტი 15, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაყირიმის ხიდის სერიოზული დაზიანების შემდეგ პუტინი საკუთარ მოსახლეობაში...

ყირიმის ხიდის სერიოზული დაზიანების შემდეგ პუტინი საკუთარ მოსახლეობაში დიდხანს ვერ შეინარჩუნებს “რეპუტაციულ ხელშეუხებლობას” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის ომში ოპერატიულ-ტაქტიკურის გარდა კიდევ ყველაზე დიდი რეპუტაციული ზიანი, კრეისერი „მოსკოვის“ ჩაძირვის შემდეგ, ყირიმის ხიდის სერიოზული დაზიანებით მიიღო.

ამ შეტევაზე პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს არ აუღია. ჯერჯერობით ოფიციალური კიევი ამ ოპერაციასთან დაკავშირებით მრავლისმთქმელად დუმს, რითაც აძლიერებს კრემლის ოფიციალურ ვერსიას, რომ ეს იყო არა სარაკეტო დარტყმა, არამედ დივერსიული აქტი, რომელშიც ინცინდენტის მომენტში ხიდზე მოძრავ ტრაილერს წამყვანი როლი ეჭირა. თითქოს იგი იყო ტროტილით სავსე და მისმა დეტონირებამ გამოიწვია ხიდის დიდი მონაკვეთის ჩამოშლა.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, მოსკოვში მაღალჩინოსნების დაჭერის მორიგი სერია დაიწყო. ძალოვანების, სამხედროებისა და ფედერალური უშიშროების სამსახურის, ორი დიდი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს. ძალიან მნიშვნელოვანია შიდა გარჩევების შედეგად ვის „გამოიყვანენ“ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელს.

კრემლი ძალიან უხერხულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. თუ ოფიციალურ განცხადებად დატოვებენ დივერსიული აქტის ვერსიას და არა უკრაინელების სარაკეტო თავდასხმას, მაშინ უკრაინელების უპირატესობის აღიარება არ მოუწევთ, მაგრამ პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით ყველა შემთხვევაში სპეცსამსახურებს დაეკისრებათ. გამოდის, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დაცული ობიექტი, რომლის მეშვეობითაც მოკლე გზით მიეწოდებოდა რუსულ ჯარს საბრძოლო მასალა და საკვები, – განადგურებულია.

მართალია ამ ეტაპზე არ დადგება უშუალოდ პუტინის, პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ პროფესიულ რეპუტაციას ირიბად მაინც მიადგება ჩრდილი. ბოლო 22 წლის განმავლობაში ხელისუფლებას ქვეყანაში ეს ბატონი ხომ იმით ინარჩუნებდა, რომ რუსებს არა კეთილდღეობა არამედ უსაფრთხოება მოუტანა. და რა გამოდის, უსაფრთხოებაც ისეთივე ეფემერულია, როგორც მსოფლიოში თავისი სიძლიერით მეორე არმია?!

მეორე ვარიანტია – აღიარონ უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ ეფექტურად და წარმატებულად ჩატარებული სამხედრო ოპერაცია და სტრატეგიული ობიექტის სუსტი თავდაცვის გამო დასაჯონ არმიის გენერლები. ბოლო დროს ხომ პროფესიონალი სამხედროების ლანძღვა კრემლის აქტიური ტრენდია და ამ ომში რუსული მხარის ყველა წარუმატებლობაში საჯაროდ მათ ადანაშაულებენ. არც ეს უკანასკნელი ვარიანტია ოფიციალური მოსკოვისთვის ბოლომდე მისაღები. ჯერჯერობით კრემლის ვერსია მომხდართან დაკავშირებით ბუნდოვანია, მაგრამ ნათელია, რომ პროპაგანდა ეცდება პრეზიდენტის გარდა ნებისმიერი გამოიყვანოს დამნაშავედ.

ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ პუტინი დიდხანს ვერ შეინარჩუნებს „რეპუტაციულ ხელშეუხებლობას“. მუდმივი წარუმატებლობის ფონზე განტევების ვაცის გვერდზე ძებნა და სხვისთვის დანაშაულის გადაბრალება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ სამხედრო გენერლებში უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება და როდესღაც თავის პიკს მიაღწევს, ხოლო რიგითი მოქალაქეები, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, უკვე კრიტიკულად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებებს. რუსები მალე მიხვდებიან, რომ „მეფე შიშველია“, ხოლო პუტინის ბორტი გენია მითია და მეტი არაფერი.

ასეთ სიტუაციაში სიმძიმის რამდენიმე ცენტრი აუცილებლად გაჩნდება. თეორიულად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი აქვს პატრუშევს სპეცსამსახურებთან ერთად, პუტინის „პირად მზარეულს“ პრიგოჟინს, თავისი „ვაგნერით“ და კადიროვს, ჩეჩნებით დაკომპლექტებული ეროვნული გვარდიის ნაწილებით. ამ ეტაპზე მკვეთრად გამოკვეთილი ფიგურაა არ არსებობს, თორემ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის ვადა მაქსიმალურად მოკლე დროში შემცირდებოდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არანაირი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ იქნება” – პაატა სალია

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას მინიშნებით, რომ...

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ჩერგოლეიშვილ-ზურაბიშვილის პოლიტ ტანდემს ვინც ვერ ხვდება რა არის, ან პოლიტიკურად ბეცია ან უბრალოდ დუპლეტი”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...