თბილისის მერია დედაქალაქში მომუშავე ტაქსების მძღოლებს შეახსენებს, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის რეაგულაციები. A და B კატეგორიის ნებართვების მოთხოვნები განსხვავებულია:
“2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის რეაგულაციები, რაც A და B კატეგორიის ნებართვებს გულისხმობს.
A კატეგორიის ნებართვის მოთხოვნები
- თეთრი ფერი;
- ტექნიკური ინსპექტირება;
- მარცხენა საჭე;
- 5 კარი.
B კატეგორიის ნებართვის მოთხოვნები
- ნებისმიერი ფერი;
- ტექნიკური ინსპექტირება.
1-წლიანი ნებართვის ღირებულება
- სტანდარტული ავტომობილისთვის – 100 ლარი;
- ჰიბრიდისთვის – 50 ლარი;
- ელექტრომობილისთვის – უფასო.
ნებართვის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის მომსახურების სერვისცენტრებში და ტაქსის მძღოლებმა თან უნდა იქონიონ IG-ბარათი და ხელმოწერის კოდი”.
თბილისის მერიის მომსახურების სერვის ცენტრების მისამართები:
- ისანი – ქ. წამებულის 61
- მთაწმინდა – ძმები ზუბალაშვილების 48
- ჩუღურეთი – ც. დადიანის 34, კ. 2, სართული I
- ნაძალადევი – გურამიშვილის გამზ. 72ა
- დიდუბე – ალ. მირცხულავას 3ბ
- სამგორი – მე-3 მასივი, კალოუბნის 16
- გლდანი – მე-3 მ/რ, კ. 87, სართული I
- ვაკე – ვაჟა-ფშაველას გამზ. 99
- საბურთალო – მიცკევიჩის 20
- კრწანისი – ორთაჭალის 4