შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოაძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის რეაგულაციები -...

ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის რეაგულაციები – თბილისის მერიის შეხსენება

თბილისის მერია დედაქალაქში მომუშავე ტაქსების მძღოლებს შეახსენებს, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის რეაგულაციები. A და B კატეგორიის ნებართვების მოთხოვნები განსხვავებულია:

“2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის რეაგულაციები, რაც A და B კატეგორიის ნებართვებს გულისხმობს.

A კატეგორიის ნებართვის მოთხოვნები

  • თეთრი ფერი;
  • ტექნიკური ინსპექტირება;
  • მარცხენა საჭე;
  • 5 კარი.

B კატეგორიის ნებართვის მოთხოვნები

  • ნებისმიერი ფერი;
  • ტექნიკური ინსპექტირება.

1-წლიანი ნებართვის ღირებულება

  • სტანდარტული ავტომობილისთვის – 100 ლარი;
  • ჰიბრიდისთვის – 50 ლარი;
  • ელექტრომობილისთვის – უფასო.

ნებართვის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.taxi.tbilisi.gov.ge და თბილისის მერიის მომსახურების სერვისცენტრებში და ტაქსის მძღოლებმა თან უნდა იქონიონ IG-ბარათი და ხელმოწერის კოდი”.

თბილისის მერიის მომსახურების სერვის ცენტრების მისამართები:

  • ისანი – ქ. წამებულის 61
  • მთაწმინდა – ძმები ზუბალაშვილების 48
  • ჩუღურეთი – ც. დადიანის 34, კ. 2, სართული I
  • ნაძალადევი – გურამიშვილის გამზ. 72ა
  • დიდუბე – ალ. მირცხულავას 3ბ
  • სამგორი – მე-3 მასივი, კალოუბნის 16
  • გლდანი – მე-3 მ/რ, კ. 87, სართული I
  • ვაკე – ვაჟა-ფშაველას გამზ. 99
  • საბურთალო – მიცკევიჩის 20
  • კრწანისი – ორთაჭალის 4

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ,...

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...