ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითაკო ჩარკვიანი: "ამ ინტერვიუთი, მთავარ არხზე, ხაზარაძე -...

თაკო ჩარკვიანი: “ამ ინტერვიუთი, მთავარ არხზე, ხაზარაძე – დასრულდა!”

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი მწვავედ აკრიტიკებს მამუკა ხაზარაძეს, მის მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, გაჟღერებული პოზიცია-შეფასებების გამო:

ახლა ვუსმენ ბანკირ მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე – პასუხებმა კიდევ ერთხელ განმაცვიფრა. ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ დაწერეთ წერილი რითიც მხარდაჭერა გამოუცხადეთ არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ანტისახელმწიფროებრივი განცხადებები და პოზიცია აქვს დაფიქსირებულიო ასე უპასუხა ბანკირმა, “ბიზნესი და ჩემი გუნდი,უნდა გადამერჩინა რომ არ დამეზიანებია” 😂 ანუ კაცს, რომელსაც ქვეყნის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია – უპირველესი თავისი ბანკი და გუნდი ჰგონია.

მინდა შევახსენო ბანკირს, რომ საქართველო ხაზარაძის “გუნდი” არ არის!

მეორე – პროკურატურის მახინჯი სისტემა გვაქვსო და თავად შოთაძის ანუ მაშინდელი პროკურორის დანაშაულებრივ ქმედებას ბანკირი თურმე მალავს წლების მანძილზე, რატომ??? აქაც “ბიზნესი და გუნდი უნდა გადავარჩინო” არის პასუხი😂 ვააახ ჩემო ქვეყანავ – “ტიპებს” საქართველო ბიზნეს პროექტი ჰგონიათ და ამიტომაც ვართ ამ დღეში – სიტყვა “მტრობა-მტერი” არ მოსწონს ბანკირს – ჰოდა მაშინ ვეტყვი, რომ მტერი არა და უფრო ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, მხოლოდ პ- რეზიდენტი ზურაბიშვილისგან მაქვს მოსმენილი – ახლა სრულიად გასაგებია ჩემთვის, რატომ დაუჭირა მხარი გულმხურვალედ სალომე ზურაბიშვილს – საქართველო კი არა – ბიზნეს-გუნდი გადაარჩინა თურმე, ეს “რეებს “ ვისმენ😂😢 მართლა მეტირება, კაცს – ბანკირს, შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას, რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი, (თან ხაზარაძემ “გუნდის” გადარჩენა მოინდომოს კვლავ), საქართველოს ჩააბარებს, ალბათ, პუტინის ერთ დაცემინებაში😊

ეეეეჰ, თქვენი ბიზნესი არ ვიცი და საქართველო ნაღდად ვერ გადარჩება თქვენს ხელში ბ-ნო ბანკირო!!!

ჰოდა, გადაარჩინეთ თქვენი ბიზნესი ბანკირო და საქართველოს ჩვენ მივხედავთ და გადავარჩენთ კიდეც, შეშინებული ბიზნესმენებისგან, ხელისუფლებებთან, რომ საქმეებს ალაგებენ მუდამ, ქვეყნის ინტერესების ხარჯზე (აკი აირჩია კიდეც პ-რეზიდენტი, სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე, – “გუნდი გადავარჩინეო”😂)!

ბანკი არ არის სამშობლო, ბ-ნო ბანკირო! თუ როგორც თქვენ ამბობთ -“ძმაო”!

P.S. ისე, მინდა ვთქვა, რომ ამ ინტერვიუთი, მთავარ არხზე, ხაზარაძე – დასრულდა!!!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში და მის მიმართ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “საზღვრის კვეთა” სააპელაციო სასამართლომ განაჩენი განხილვის...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...