კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილს დარღვეული აქვს კოორდინაციის უნარი, უჭირს მეტყველება,...

“მიხეილ სააკაშვილს დარღვეული აქვს კოორდინაციის უნარი, უჭირს მეტყველება, თავს გრძნობს სუსტად, იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში – თქვა სამედიცინო დაწესებულებამ” – შოთა თუთბერიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასამართლო პროცესის კლინიკა ,,ვივამედში” გამართვის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ადვოკატი შოთა თუთბერიძე მიზანშეუწონლად მიიჩნევდა ამ პროცესის ჩატარებას, რადგანაც მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის მძიმე:

,,არცერთ ექიმს, არცერთ სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კარგად და თავს გრძნობს კარგად.

სამედიცინო დაწესებულებამ აღნიშნა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს დარღვეული აქვს კოორდინაციის უნარი, უჭირს მეტყველება, თავს გრძნობს სუსტად, იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში და თქვა, რომ თუ ჩატარდება გამოკითხვა, ეს უნდა ჩატარდეს აუცილებლად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს გვითხრა სამედიცინო დაწესებულებამ. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა ,,ვივამედზე”, ჩემი ინფორმაციით, არის ძალიან დიდი წნეხი უკვე თვეების განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეეფასებინათ დადებითად, მათ ამას ვერ მიაღწიეს.

ახლა ბუნებრივია შეეცდებიან დღევანდელი წერილის თარგმნას საზოგადოებისთვის იმგვარად, რომ საავადმყოფომ თქვას, რომ სააკაშვილი კარგად არის. ეს ასე არ არის!”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“იმედია უბრალოდ ბრმად არ მჯეროდა თქვენი და ნამდვილები იყავით” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ემოციური პოზიცია-განმარტებებით მიმართავს საზოგადოებას და საპროტესტო...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...