ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით"...

“ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში შემოსვლისა და მისი დაპატიმრებიდან 1 წლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე საომარ თუ ქართულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში:

ტყვეობის 365 დღე

ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

მინდა დავსვა კითხვა – როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან?

სხვა თუ არაფერი, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობას გავიუმჯობესებ, ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!… ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა.

საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან.

თავისუფლება, ან სიკვდილი!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

ყაზახი ბლოგერები და ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...