პარასკევი, აპრილი 11, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-3 ოქტომბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 1-3 ოქტომბრის პერიოდისთვის

30 სექტემბრის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 1-3 ოქტომბრის პერიოდისთვის.

საინტერესო დეტალი – ბოლო ვაჭრობაზე ლარი პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა, მხოლოდ რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან მიმართებაში გაუფასურდა…

რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გრძელდება ლარის კურსის არასტაბილურობის ტენდენცია, მათ შორის, დოლართან მიმართებაში – იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად:

27 სექტემბერი – 2.8344;
28 სექტემბერი – 2.8385;
29 სექტემბერი – 2.8336;
30 სექტემბერი – 2.8352.

ბოლო ვაჭრობაზე (წინა ვაჭრობაზე გაუფასურების შემდეგ) ლარი მცირედით გამყარდა, 0.0061 ლარით და 1 აშშ დოლარი 1 ოქტომბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.8291 ლარი.

ევროსთან მიმართებაში ლარის კურსის გამყარება შეჩერდა და დაიწყო გაუფასურება. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

27 სექტემბერი – 2.7352;
28 სექტემბერი – 2.7349;
29 სექტემბერი – 2.7086;
30 სექტემბერი – 2.7482.

ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, 0.0141 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7623 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1329 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1525 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7660 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6685 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.9725 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8907 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.9759 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 7.9409 ლარი
100 იაპონური იენი – 1.9581 ლარი

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტნაკლებად სტაბილური იყო ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში, გამყარდა კიდეც საგრძნობლად, თუმცა ბოლო პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო გაუფასურდა, ხოლო ბოლო ვაჭრობებზე გამოიკვეთა არასტაბილურობა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:

27 სექტემბერი – 4.8662;
28 სექტემბერი – 4.8675;
29 სექტემბერი – 4.8156;
30 სექტემბერი – 4.8972.

30 სექტემბრის ვაჭრობაზე (წინა ვაჭრობაზე დაფიქსირებული გაუფასურების შემდეგ) ეროვნული ვალუტა 0.1118 ლარით გამყარდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.7854 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 აპრილისთვის პერიოდისთვის

4 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...