ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“არავინ მოგატყუოთ, რომ ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება რამე სერიოზული ნაბიჯია” – ზურაბ ბატიაშვილი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკასენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩის დაბარებას ეხმაურება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი:

როგორც ყოფილი დიპლომატი, გეტყვით, რომ ელჩის სამინისტროში დაბარება ბევრს არაფერს ნიშნავს.

მიდის ელჩი ამ შეხვედრაზე. მოისმენს შეშფოთებას. იტყვის, რომ იგი წინასწარ არ იყო ინფორმირებული ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის შესახებ და ამათ ეტყვით, რომ ამ თქვენს შეშფოთებას გადავცემ ოფიციალურ მინსკსო.

ეგაა და ეგ. მეტი არაფერი.

არავინ მოგატყუოთ, რომ ელჩის ეგ დაბარება რამე სერიოზული ნაბიჯია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული