სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“რაც უფრო სუსტია “ნაცმოძრაობა”, მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი” – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე და ამ პარტიასთან მიმართებაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით:

პოლარიზაციამ, რომელიც შემოჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ სისტემაში, გადაინაცვლა “ნაცმოძრაობის” შიგნით, რაც არის ძალიან კარგი, ბუნებრივია.

იქ არის შიდა დინებები, რა თქმა უნდა, არის უამრავი კერძო ინტერესი, ოლიგარქების ინტერესები. მაგალითად, ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ერთ-ერთი ოლიგარქის, კეზერაშვილის ინტერესები, არის კიდევ მეორე ოლიგარქის, სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება და არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია.

ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ გადაინაცვლა “ნაცმოძრაობის” შიგნით, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას.

რაც უფრო სუსტია, ხოლმე, “ნაცმოძრაობა”, მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული