პარასკევი, მაისი 3, 2024

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა…

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, ქვეყნის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აფხაზეთში ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

ომის  შედეგად, 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ომში საქართველოს წინააღმდეგ მთელი აგრესიულობით იბრძოდა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები, ჩრდილოეთ კავკასიის ე.წ. კონფედერაციის მებრძოლები, რუსეთის მოქალაქე ტერორისტები. აქვე, ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყველა ის შეთანხმება, რაც გაფორმებული იყო ომში ჩართულ მხარეებს შორის (საქართველო, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი, რუსეთი) და გარანტორად გამოდიოდა რუსეთი, არ შესრულებულა, უხეშად ირღვეოდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული