ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისაქართველოს ისტორიაში ასე გამჭვირვალედ არასდროს მომხდარა უზენაესი სასამართლოს...

საქართველოს ისტორიაში ასე გამჭვირვალედ არასდროს მომხდარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წარმართვა – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შექმნა.

სამუშაო ჯგუფი 10 დღე იმუშავებს და 23 სექტემბერს დავიწყებთ თითოეული კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში“, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

საკითხის განხილვის დაწყებამდე, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საქართველოს ისტორიაში, არასდროს ასე გამჭვირვალედ, ამ ინტენსივობითა და ამ ხანგრძლივობით არ მომხდარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წარმართვა. ეს არის მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის მონაპოვარი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ჩვენს შეფასებას და დამოკიდებულებას დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებებში, რომელსაც ჯერ კომიტეტი და შემდგომ, თითოეული ჩვენგანი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებს. მთავარი ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ამ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მაქსიმალური ჩართულობა, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი საზოგადოებრივ და ისტორიულ პროცესს – თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, რეგლამენტის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე დარგის სპეციალისტები.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო შემადგენლობა. მაქსიმალურად ობიექტური კრიტერიუმი რომ დაგვეცვა, ჩვენ შევთავაზეთ ყველა ფრაქციას, უზრუნველყოს თითო წარმომადგენლობა ამ სამუშაო ჯგუფში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შესაბამისად, მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფში „ქართულ ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 7 წევრით, რადგან აქვს შვიდი ფრაქცია, „ევროპულ საქართველო“ – სამი წევრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ კი, ჯგუფში თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი.

მისივე თქმით, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატთან და მათი კანდიდატურა ჯგუფს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესის მეტად გამჭვირვალობისთვის, „ადვოკატთა ასოციაციას“ მისი თავმჯდომარე, ხოლო „იურიდიული დახმარების სამსახურს“ სამსახურის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.

ვფიქრობთ, მათი ჩართულობა ძალიან წაადგება ამ პროცესს და იქმნება შესაძლებლობა იმის, რომ ეს პროცესი ასევე მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ და მივიყვანოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ღირსეული, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები იქნენ შერჩეული“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორი თითოეული კანდიდატის შესახებ ამუშავებს ინფორმაციას. მანვე განმარტა, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სახალხო დამცველთან და შესთავაზა მას პროცესში ჩართულობა, თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, სახალხო დამცველი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...