პარასკევი, აპრილი 11, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 სექტემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 24-26 სექტემბრის პერიოდისთვის

23 სექტემბრის აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24-26 სექტემბრის პერიოდისთვის.

საინტერესო დეტალი – ბოლო ვაჭრობაზე ლარი პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა, მხოლოდ რუსულ რუბლთან და სომხურ დრამთან მიმართებაში გაუფასურდა…

ბოლო 2 კვირის განმავლობაში რიგ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამოიკვეთა ლარის კურსის არასტაბილურობა, მათ შორის, დოლართან მიმართებაში – ჯერ გაუფასურება, შემდეგ გამყარების ნიშნები. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

20 სექტემბერი – 2.8412;
21 სექტემბერი – 2.8462;
22 სექტემბერი – 2.8426;
23 სექტემბერი – 2.8372.

ბოლო ვაჭრობაზე ლარი მცირედით კიდევ გამყარდა, 0.0086 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 სექტემბრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.8286 ლარი.

ევროსთან მიმართებაშიც არასტაბილურია ლარის კურსი და 2 კვირის განმავლობაში სახეზეა როგორც გაუფასურების, ასევე გაგამყარების მხრივ, მკვეთრიც კი. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 1 ევრო ღირდა:

20 სექტემბერი – 2.8364;
21 სექტემბერი – 2.8482;
22 სექტემბერი – 2.8218;
23 სექტემბერი – 2.8037.

ბოლო ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა საგრძნობლად, 0.0419 ლარით კიდევ გამყარდა და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7618 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1298 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1537 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.7659 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6685 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.7001 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.8819 ლარი
10 ჩინური იუანი – 3.9731 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.0859 ლარი
100 იაპონური იენი – 1.9780 ლარი

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტნაკლებად სტაბილური იყო ლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში, გამყარდა კიდეც საგრძნობლად, თუმცა ბოლო 2 ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად 100 რუსული რუბლი ღირდა:

20 სექტემბერი – 4.7095;
21 სექტემბერი – 4.7400;
22 სექტემბერი – 4.6661;
23 სექტემბერი – 4.7164.

23 სექტემბრის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა 0.1172 ლარით კიდევ გაუფასურდა და შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 4.8336 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 აპრილისთვის პერიოდისთვის

4 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“სამწუხაროა, რომ მას საერთოდ ვინმე უსმენს. კიდევ უარესი, რომ მიკროფონთან უშვებენ” – დოდონა კიზირია...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის დოდონა კიზირიას მძიმე შეფასებები საქართველოს...