კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" უბრალოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების ამოცანა აქვს...

“ქართულ ოცნებას” უბრალოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების ამოცანა აქვს – გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მწვავე კრიტიკულ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით გაეროს 77-ე ასამბლეაზე:

,,უკრაინის ომმა მოგვცა იმის დამატებითი შესაძლებლობა, რომ უკრაინასთან და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ერთად თქვა, რატომ არის უკრაინის და ამავე დროს საქართველოს მხარდაჭერა და აქ უსაფრთხოების, თავისუფლების გარანტირება მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის.

ამას უკრაინელი ლიდერები ყოველ ჯერზე ამბობდნენ. ამბობდნენ, რომ ეს მარტო ჩვენი პრობლემა კი არ არის, ამიტომ, ამიტომ და ამიტომ არის ყველას პრობლემა.

ვერ ვეღირსეთ და ვერც ვეღირსებით, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის, რომ ასეთი ან მსგავსი გზავნილი გვქონდეს ამ ხალხისგან. იმიტომ, რომ ამათ სხვა ამოცანა აქვთ – ამათ აქვთ ამოცანა უბრალოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების.

როცა გვაქვს ყველა ნიშანი მოქალაქეების სერიოზული გადინების. იმის გამო, რომ ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ანუ ჯამში ადამიანების შემოსავლები კლებულობს და პერსპექტივის განცდა არ არსებობს.

ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანის პრემიერი თავს უფლებას აძლევს სერიოზულად ილაპარაკოს, რომ საქართველო და შვეიცარია დღეს არის კარგ დღეში!“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...