კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული "ქართული...

“მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე” – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციონერი ლიდერების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს!

უმცირესობაში მყოფი პრორუსული ,,ქართული ოცნება” მართავს პროევროპულ უმრავლესობას და ჩვენს წინაშე დგას დიდი ამოცანა.

პირველი – დავიბრუნოთ პროევროპელებმა პრორუსების მიერ მიტაცებული სამშობლო!

მეორე – მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შემდგომ გავხდეთ ევროპისსრულუფლებიანი წევრი.

ამ ბრძოლაში ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების გადატანა სხვა საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს პროევროპულ ფლანგს, პროევროპულ უმრავლესობას და აძლიერებს უმცირესობაში მყოფ პრორუსულ ,,ქართულ ოცნებას”.

მეგობრებო ყოველთვის, როდესაც განცხადებას ვაკეთებთ უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ დააზიანებს ეს პროევროპელთა პოზიციებს.

განცხადებები, რომელიც ხელს შეუწყობს “ფორმულას” დახურვას, შემდგომ “მთავარის” და “TVპირველის” ზედმიყოლებას, დამერწმუნეთ პროევროპულ ფლანგს კიდევ უფრო დაასუსტებს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს განცხადების გაკეთებამდე იმის გააზრებაც, რომ გამოიყენებს თუ არა პრორუსული ,,ქართული ოცნება” საკუთარი პრორუსული მიზნების განსახორციელებლად თქვენს ნათქვამს და შემდგომ უნდა გააკეთოთ განცხადებები რადგან, ამოცანა ძალზე რთულია, რომ პროევროპელ უმრავლესობას დავუბრუნოთ, პრორუსული ,,ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული სამშობლო.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე – ეს არის ამოცანა ნომერი პირველი! პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა გაიმარჯვოს!

ნუ შევიტანთ დისონანს ჩვენს ფლანგზე”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...