ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, კლანებს შორის ბრძოლა, დიდი ხნის დაწყებულია – მამუკა მდინარაძე

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შეფასებებს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს პარტიას:

,,ჩვენ ვიცით ერთი რაღაცა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, კლანებს შორის ბრძოლა არ არის ახალი ამბავი. ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია.

ბრძოლა მათ შორის შეეხება, ვის განკარგულებაში იქნება ,,ნაცმოძრაობის“ მიერ, თავის დროზე, მოპარული დიდი ფინანსები. მათ შორის, ომის შემდეგ მითვისებული დიდძალი თანხები.

მათ შიდა კლანურ ბრძოლაზე ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ფინანსებზე და შიდა გავლენებზე აქვთ ჩხუბი ერთმანეთში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული