კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე საცობებზე: "მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ...

კახა კალაძე საცობებზე: “მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გარეშე, ქალაქის განვითარება შეუძლებელია”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და საცობების მატება შეინიშნება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დისკომფორტის გარეშე მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს:

საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქში საცობების საკითხი და ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება და რატომ არის ასეთი ვითარება, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი მარტივია – ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო.

მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ცენტრალურ ქუჩებში საცობებია და გადაადგილება გართულებულია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიწყო, ორ მნიშვნელოვან გამზირზე – მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის.

არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც შევდივართ სამუშაოებით, გვინდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამას თან ახლავს დისკომფორტი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ამ გამზირებზე მცხოვრებ ხალხს, რადგან კარგად ვიცი, თუ რა პირობებში გაატარეს ზაფხული. აქ დღე და ღამე მიმდინარეობდა სამუშაოები. იყო ხმაური, მტვერი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მათ. ისინი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებოდნენ, რადგან იციან, ეს კეთდება ჩვენი ქალაქის და ჩვენი შვილებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება.

ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი დაპირება, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, შესრულდა და თბილისს სრულად განახლებული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს, შემდეგ ეტაპზე კი მოქალაქეებმა ამ ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ უნდა შეძლონ.

როდესაც სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ვართ თანმიმდევრულები. პირველი გავაკეთეთ ის, რომ დაპირება შესრულდა – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა და ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები გვყავს. ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა.

როგორც ქალაქის მერს, მეამაყება, რომ დედაქალაქს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული ტრანსპორტი ჰყავს.

შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ამ ტრანსპორტით მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ, ასევე, მოცდის დრო შემცირდეს. ეს ყველაფერი გაკეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. ქალაქში შესაბამისი საავტობუსო ზოლები თუ არ გაჩნდება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება. ცხადია, ყველა ქუჩაზე ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე, სადაც კვლევები გვიჩვენებს, რომ აუცილებელი და შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ.

კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ჩვენ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია ქალაქის განვითარება. მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები. თუ ვინმე გვასწავლის, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია ისე, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს, რჩევებს მივიღებთ. ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და როცა სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი ყველანაირად მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...