სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ეტყობა ციხის შიში “ნამეტნავად” აქვს ამ “ცოლ-ქმარს” და ყველაფერს კადრულობენ!” – თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება

თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ეხმაურება მის წინააღმდეგ გაკეთებულ მწვავე შეფასებებს და არანაკლები სიმწვავით უპირისპირდება თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას:

სრული ლუსტრაცია – ამ “ცოლ-ქმრის” ბოკერია-ჩერგოლეიშვილის (წლების მანძილზე) “ნამუშევრის და ნაჩალიჩარის” ლუსტრაცია. თან მიჩვეულები არიან, რომ მათი ჩადენილი ბოროტება და ნასროლი ტალახი უპასუხოდ რჩებოდა. ჩემთან არ გამოვა ეგ ამბავი, სადაც გასვლიათ იქ გააგრძელონ – პასუხი ყოველთვის იქნება “ალიყური”.

P.S. “ჩერგო და ბოკერია”, პუტინის ტყვე და ციხეში მყოფ სააკაშვილს მიმართავენ “გააჩერე შენი სპიკერები თაკო და გუბაზიო”😀

მიდი “მიაწექი” თამარ სხვა რა გზა გაქვს, ასეა ბინძურად რომ შეტოპავ, დიდ ფულს გთხოვთ ხელისუფლება, ეტყობა ციხის შიში “ნამეტნავად” აქვს ამ “ცოლ-ქმარს” და ყველაფერს კადრულობენ!

და ბოლოს: ამ ტუტუც ქალს (ჩერგოლეიშვილს) აუხსნას ვინმემ, რომ ტყვე პრეზიდენტს – სააკაშვილს, რომელიც კვდება (პუტინის ხელით), ზურგში დანა რომ არ უნდა ჩავარტყა. ეს მიშა სააკაშვილმა კი არა ოჯახმა მასწავლა ბავშვობაში!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული