spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი21-26 სექტემბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში აგრილდება

21-26 სექტემბრის ამინდის პროგნოზი: საქართველოში აგრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლი 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛈️13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია: ⛈️ 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...