კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება...

“ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინასთან მიმართებაში კონკრეტული საკითხების მიმოხილვას ახდენს და ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით თავის პროგნოზებს გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში:

ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ.

ვინაიდან ხარკოვის ოლქისგან განსხვავებით ხერსონის მარჯვენა ნაპირზე უზარმაზარ დაჯგუფებას გასაქცევიც არსად აქვს.

უკრაინელები ამ რეგიონში საშუალო ტემპით, მაგრამ ძალიან მტკიცედ მიიწევენ წინ.

ფრონტზე გამოჩნდნენ ირანული უპილოტოები, რომლებიც პრობლემებს უქმნიან უკრაინელებს. აღმოსავლეთში ამერიკელებმა სასწრაფოდ დაიწყეს ამ უპილოტოებზე სანადირო დანადგარების გადასროლა და იმედია უკრაინელები მალე შეძლებენ ამ ახალი იარაღის განეიტრალებას.

ალა პუგაჩოვამ პირველად ღიად დაგმო ომი. რუსეთში ის დიდი ავტორიტეტია და მის სიტყვას უდავოდ აქვს წონა. თანაც მას ვერავინ დაიჭერს და დააშინებს იმდენად დიდი სახელი აქვს (სხვათა შორის მისი ქმარი მაქსიმ გალკინი ოდესაში პირდაპირ უყურებს ჩემი ბინას).

კიდევ ერთი საინტერესო ამბავია, რომ ყაზახეთი მიუერთდა დასავლეთის ძირითად სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ასევე ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენებმა ჩამოაგდეს მტრის 8 თვითმფრინავი და რამდენიმე უპილოტო აპარატი, მათ შორის, რუსეთის საუკეთესო დრონი, რომელიც რუსეთს ძალიან ცოტა აქვს – კარტოგრაფი.

რაც შეეხება დასავლურ სამხედრო დახმარებას, მთელ რიგ პოზიციებში უკრაინელებს პირველად გაუჩნდათ პროპიციტი ე.ი. უფრო მეტი მიიღეს ვიდრე სჭირდებათ დღესდღეისობით.
სულ მალე შევა ასევე გერმანული და ამერიკული ანტი-საჰაერო სისტემები.

ამავე დროს, უკრაინა აქტიურად აგრძელებს რუსული იარაღის წართმევას – ბოლო სტროფებს შორის არის საუკეთესო რუსული ტანკები ,,პროსივ” და ყველაზე დახვეწილი თვითმავალი საარტილერიო სისტემები რომლებიც ახლა უკრაინას უფრო მეტი აქვს ვიდრე რუსეთს დარჩა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეს, პარიზს – პიტერი ჩაანაცვლებს, რომს – სოჭი და ა. შ.” –...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ალტერნატიულ არჩევანზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...