შაბათი, აპრილი 27, 2024

“ის, რასაც “ოცნების” მპოსტავები ამ ბოლო დროს აკეთებენ, მხოლოდ “ოცნების” ისტერიკას ადასტურებს” – სოფიო ხორგუანი

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს უფლებადამცველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხორგუანი:

ის, რასაც “ოცნების” მპოსტავები ამ ბოლო დროს აკეთებენ, მხოლოდ “ოცნების” ისტერიკას ადასტურებს. როცა მოხელეები სათითაოდ სდევნიან ემიგრანტებს, ვისაც აქ ვერ მისწვდებიან, მდაბიო და ბინძური ენით ლანძღავენ, ბილწსიტყვაობენ, თავს ესხმიან, ძალადობენ, ძალადობა მხოლოდ ცემა არ არის.

და აი, ისინი, ვინც ამაში პირდაპირ არ მონაწილეობთ და თქვენი მდუმარებით ახალისებთ, ისეთივე მოძალადეები ხართ. და თქვენი ბრალია ის, რომ ოცნება ნაცმოს დაემსგავსა სრულად. ყავარჯნიანიღა დარჩა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სოფიო ხორგუანი, მიმართავს თბილისის მერიას, კახა კალაძეს და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს, მტკიცებულებების წარდგენას ჰპირდება.

თბილისის მერია, კახა კალაძე – თბილისის ერთი კონკრეტული საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილე და ერთიც გამგებლის მოადგილე საჯაროდ და პირადი კომუნიკაციით შეურაცხყოფენ, ძალადობენ, ბილწსიტყვაობენ და აშინებენ ემიგრანტებს.

მესმის, რომ ემიგრანტების ხმა არ გჭირდებათ, მაგრამ ემიგრანტები აქ ოჯახებს ინახავენ, მათი ოჯახის წევრები თბილისში აძლევენ ხმას.

კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ პირადად“, – აცხადებს სოფიო ხორგუანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული