კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებახმაური საერთაშორისო კონფერენციაზე: დაპირისპირება ირმა ინაშვილისა და დევიდ...

ხმაური საერთაშორისო კონფერენციაზე: დაპირისპირება ირმა ინაშვილისა და დევიდ კრამერს შორის

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და „მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური მოჰყვა, რაც შემდგომში დაპირისპირებაში გადაიზარდა კონფერენციის მონაწილეებთან, მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწესთან, დიპლომატ დევიდ კრამერთანაც.

მე მოვედი კონფერენციაზე, იმიტომ რომ სამი დღეა საუბრობენ „პატრიოტთა ალიანსზე“ და მინდა, უბრალოდ, გავაკეთო განმარტებები, ვისაუბრო ჩვენი პარტიის ხედვაზე. მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მაქვს უფლება მივიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, ვინაიდან სამი დღის მანძილზე ბატონი ბოკერია საუბრობს ჩვენზე ცილისწამებას, ტყუილს ავრცელებს ჩვენთან მიმართებაში და მგონი მაქვს საშუალება, პასუხი გავცე.

მოვედი, ვთხოვე ორგანიზატორებს, მონაწილეობა რომ მიმეღო კონფერენციაში. დატოვეთ დარბაზიო მითხრეს. რატომ უნდა დავტოვო?

მინდა, მოვისმინო, მნიშვნელოვანი თემა არის ახლა განსახილველი და შემდეგ ვითხოვო, უბრალოდ, რამდენიმე წუთიანი გამოსვლა“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვაზე იყავით თუ არა დაპატიჟებული ამ ღონისძიებაზე და დაუპატიჟებლად თუ დადიხართ შეხვედრებზეო, ირმა ინაშვილი პასუხობს:

არ ვიყავით დაპატიჟებული, მაგრამ როდესაც ჩემზე საუბრობს თქვენი მეუღლე, ცილისწამებას ავრცელებს და ტყუილს, იგივე ფორმატში უნდა გავცე თქვენ მეუღლეს პასუხი. ეს არის დემოკრატია და ეს არის თავისუფლება.

თავისი პოზიცია დააფიქსირა დიპლომატმაც:

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა, გულწრფელად რომ ვთქვა, უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქედან, სადაც შევჩერდით“, – მიმართა ირმა ინაშვილს დევიდ კრამერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...