კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაციენტების ასოციაცია უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს

პაციენტების ასოციაცია უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს

ასოციაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ სახელმწიფო უწყებებთან უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის შემუშავებაზე კონსულტაციებს აგრძელებს. უშვილო წყვილების რაოდენობის ზრდამ ქვეყანაში არსებული რთული დემოგრაფიული ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების გამოყენება კი ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, რეპროდუქციის სფეროში საკანონმდებლო რეგულაციები ზოგადი და ბუნდოვანია, რაც არასწორი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

უნაყოფობის მკურნალობის დროს ფინანსური ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ პაციენტების უმრავლესობა პრობლემის მოგვარებას მთელი თავისი ფინანსური რესურსის მობილიზებითაც ვერ ახერხებს.

ჩვენი ასოციაციის მიზანია უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სახელმწიფოსთან პარტნიორობით მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის შემუშავებისკენ კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა. თავისთავად ცხადია ეს პროცესი ხანგრძლივია, საჭიროებს შესაბამის მარეგულირებელ საკანონმდელო ჩარჩოს, რათა პაციენტების უფლებები და ინტერესები იყოს დაცული, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით,“ – აცხადებს ასოციაცია „ერთად ახალი სიცოცხლისათვის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი თამარ ქაჩლიშვილი.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მისთვის ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს კარგად ესმის საკითხის მნიშვნელობა და გარკვეული ღონისძიებები რეპროდუქციული მედიცინის რეგულაციის მიზნით უკვე დაწყებულია. აქვე ასოციაცია მიჩნევს, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა ნაადრევია და ისეთ ღარიბ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ვერ მოვთხოვთ უახლოეს მომავალში სრულად გაიზიაროს ფინანსური ტვირთი. ამის მიუხედავად, „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ თვლის, რომ საკითხზე მუშაობის დაწყება აუცილებელია.

თანადაფინანსების პროგრამის შექმნა კომპლექსური პროცესია, რომელსაც შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები ესაჭიროება, ქართულ ენაზე შესამუშავებელია სათანადო პროტოკოლები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის და სფეროს ექსპერტების მხარდაჭერით, დღეს აჭარის ჯანდაცვის უწყებას უკვე აქვს თანადაფინანსების კომპონენტი უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტებისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ ქართულ ენაზე რეპროდუქციული მკურნალობის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციაა, „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ინიციატივით, პაციენტებისთვის შეიქმნა გზამკვლევი, რომელშიც პირველად ქართულ ენაზე მოთხრობილია დეტალური აღწერა უნაყოფობის მკურნალობის ეტაპების შესახებ.

დარგის სპეციალისტები და იურისტები რეპროდუქციის სფეროში არსებული სირთულეების მოსაგვარებლად მუშაობის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. მოუწესრიგებელი საკანონმდებლო სივრცე და ბუნდოვანი რეგულაციები პაციენტებთან ერთად ექიმებსაც პრობლემებს უქმნის.

საქართველოს რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციამ“ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით გაიდლაინების მომზადება. ვმუშაობთ საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით, დადგინდა დამხმარე სამედიცინო ტექნოლოგიების, როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ტექნოლოგიების, როგორც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის, ტექნიკური რეგლამენტი და მასზე შერჩევითი კონტროლის განხორციელება. ვგეგმავთ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კავშირით უფრო სწრაფ დროში გავხადოთ ეს სფერო რეგულირებადი, გამჭვირვალე სივრცე, რაც დაეხმარება პაციენტებს უკეთესი სერვისის მიღებაში,“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა რეპროდუქციულ მედიცინაში, პროფესორმა ნატო ხონელიძემ.

ორგანიზაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ 2021 წლის იანვარში შეიქმნა და მასში უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტები არიან გაერთიანებული. 2021 წლის დასაწყისში საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შეიმუშავა, სადაც 10 000 – ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა თანადაფინანსების პროგრამის შექმნის სურვილი. შედგა შეხვედრები როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან.

მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფი „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ასოციაციად ჩამოყალიბდა და პაციენტების საერთაშორისო ორგანიზაცია „Fertility Europe“-ს შეუერთდა. „Fertility Europe“ ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც 26 ქვეყნის უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტთა ასოციაციებს აერთიანებს.

ინფორმაციას ასოციაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...