ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ეტიკეტის იგნორირება და საკუთარი უღირსობის დემონსტრირება…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის ფოტოს აქვეყნებს და მწვავე შეფასებებს აძლევს დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლის დაკრძალვაზე ე.წ. ეტიკეტის დაცვის გარეშე მისულ საფრანგეთის პრეზიდენტს, მეუღლესთან ერთად:

ერთი გირჩი ჯაფარიძე მივიდა სტუდიაში შორტებით და გაბანჯგვლული ფეხებით. მეორე – არახამია მოლაპარაკებაზე იჯდა “კეპკით” და ძუნძღლიანი “მაიკით”… და… ა, კიდო…
დედოფლის დაკრძალვაზე მისული საფრანგეთის პრეზიდენტი “ბოტასებში” და ასევე “ბოტასებში” გამოსპორცმენებული საფრანგეთის პრეზიდენტის მოხუცი ცოლი… ეს, ეტყობა, ახალი ტრენდია.

ეტიკეტის იგნორირება და საკუთარი უღირსობის დემონსტრირება… არღვევენ სტერეოტიპებს და უკომპლექსობის დემონსტრირებით ხაზს უსვამენ, რომ საშინლად არიან დაკომპლექსებულები…

საფრანგეთი სწრაფი ტემპით მიექანება თავის ისტორიულ წიაღში, სადაც არც კანალიზაცია იყო, არც ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, არც ტილი აწუხებდათ და არც დაუბანლობით აყროლებული სხეული…

ისინი თავისუფლები არიან!!!

არა ტრადიციებს, არა დადგენილ ეტიკეტს, არა ოჯახს!

არა და, ევროპულ ღირებულებებს უნდა ეზიაროთო… საწყალი ბებერი ევროპა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული