პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ევრო 5” სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს

„ევრო 5“ სტანდარტის ქვემოთ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს:

🔸 მსგავსი შეზღუდვის შემოღების შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან საქართველოში აღნიშნული სტანდარტის დადგენის პროცესი საწყის ეტაპზეა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად არ არის განსაზღვრული არც რეგულაციების ამოქმედების თარიღი.

🔸 მას შემდეგ რაც საკითხი იქნება სრულყოფილად დამუშავებული, მოხდება მისი ფართოდ განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონმდებლობის მიღების შემდეგ კი, კანონმდებლობა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდგომ ამოქმედდება. ეს ამ სექტორში მომუშავე პირებს და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მოემზადოს სამომავლო რეგულაციის უმტკივნეულოდ შესასრულებლად.

🔸 შესაბამისი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია ემისიის ევრო 5 სტანდარტის შემოღება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსგავსი რეგულაცია 2013 წლიდან მოქმედებს და ავტომობილების ემისიის სტანდარტები, ასევე ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანაშია დანერგილი.

🔸 ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს, რომ სამომავლოდ, მსგავსი რეგულაციების შემოღებისას, შეზღუდვები არ შეეხება ტრანზიტულ ავტომობილებს და პრაქტიკულად არ შეაფერხებს ავტომობილების სამომავლო ვაჭრობის საკითხებს. ასევე, რეგულაცია არ შეეხება ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, ისევე როგორც ეს ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული