spot_img
მთავარისხვადასხვა"68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი მაშინაც მაქსიმუმ ერთ...

“68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ” – შალვა ნათელაშვილი NDI-ს და IRI-ს კვლევებზე

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკულ კვლევით ორგანიზაციებს უპირისპირდება, მათ კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს და მიაჩნია, რომ მისი პარტიის რეიტინგის გამიზნულად შემცირება ხდება:

დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ გაგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკული ე.წ. აირაი და ენდიაი დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს, გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან.

განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ – 68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ.

დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო ენდიაიმ სადაც ლეიბორისტული პარტია ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ მცირე მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთნ ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთ-დამთხრელი გახარიას პარტიას.

ვაი სირცხვილო .სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს, რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები და რომლის შეტევებისგან ბოლოს მაინც ჩვენი დასაცავი ხდებით.

აი ასე ნადგურდება ქვეყნის მომავალი და ამგვარად იფლანგება მეგობარი ამერიკელი ხალხისგან აკრეფილი გადასახადები განკუთვნილი ჩვენს დასახმარებლად,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...