ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს შორის არ ყოფილა" - ბადრი...

“ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს შორის არ ყოფილა” – ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ კონსულტაციებზე

ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის კონსულტაციები გაიმართა. ორივე მხარე შეთანხმდა საბოლოო კანონპროექტზე, რომელიც ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად მთავარი ნაბიჯი იქნება. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა პარტია ,,ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ:

,,ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს შორის არ ყოფილა. აქ საუბარია იმაზე, რომ ახლა აუცილებელია გამოვიდეთ რეკომენდაციების შესრულების პრიორიტეტიდან.

არსებობს სტრატეგიული მიზნები მართლმსაჯულების რეფორმირების კუთხით და ის დროში გაწერილია, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში, უნდა ამოვიდეთ ამ რეკომენდაციების შესაბამისად შეჯერებული პოზიციის შემუშავებაზე. ამას ჩვენ მივაღწიეთ.

ჩვენს შორის არანაირი ფუნდამენტური განსხვავებები არ ყოფილა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისუფლება უფასოდ, უწვალებლად, უშრომველად და უბრძოლველად არ მოდის” – გიორგი ბარამიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთი სრულიად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მომარაგებისგან....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

მარიამ კვიციანი: “გამოცდილება, როგორც საძირკველი”

ბიზნეს და პიროვნული ზრდის ტრენერი, BMA-ის დამფუძნებელი, მარიამ კვიციანი...

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...