სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“გორში “გორმედის” კლინიკაში მიკვდება მამა, შეერთებული არის აპარატზე – მართვით სუნთვაზე, პოლიციის უნამუსობის გამო” – ნინო შევარდენიძე

მოქალაქე ნინო შევარდენიძე სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე, შექმნილი მძიმე სიტუაციის ამსახველ ფოტოებს, ასევე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ოჯახში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მამასა და მეუღლესთან მიმართებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და მოსახლეობასთან ერთად პასუხისმგებელ ორგანოებს დახმარებას სთხოვს. აღნიშნულმა პიროვნებამ მხარდაჭერის თხოვნით მომართა სააგენტო “პარალელს” და ვაქვეყნებთ მის მიმართვას საზოგადოებისადმი:

,,მე ვარ ნინო შევარდენიძე, ვცხოვრობ გორში. მაქვს უმძიმესი მდგომარეობა და უმორჩილესად გთხოვთ ყველა ორგანოს, ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ დამეხმაროთ.

გორში ,,გორმედის“ კლინიკაში მიკვდება მამა, შეერთებული არის აპარატზე – მართვით სუნთვაზე, პოლიციის უნამუსობის გამო. იგივე მიზეზით, მეუღლე არის გადაყვანილი გლდანის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. იგი არის მოქმედი ჯარისკაცი, 3-ჯერ ავღანეთში ნამყოფი, 15 წელია მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უბრალო საყვედურიც არ აქვს.

სიტუაცია იყო შემდეგი: რამდენიმე დღის წინ შვილებთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი მშობლებთან. მამა იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მოუვიდა კონფლიქტი დედასთან, რა დროსაც წაიქცა და თავზე მიიღო მცირე დაზიანება, გამოიძახა სასწრაფო, მოვიდა პოლიციაც. მათ მამა და მეუღლე წაიყვანეს პოლიციაში. მთვრალ მამას ისეთ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, რაც არ არის მართალი, ჩემი ქმრის წინააღმდეგ მოაწერინეს ხელი, რის შედეგადაც მეუღლე გადაიყვანეს იზოლატორში, შემდეგ კი სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როდესაც მამა გამოფხიზლდა და გაიგო, რომ მთვრალ მდგომარეობაში ხელი მოაწერინა პოლიციამ ისეთ ჩვენებაზე, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი არ აქვს და ამ ჩვენების საფუძველზე ჩემი მეუღლე დააპატიმრეს, სცადა თვითმკვლელობა, მიიღო ძლიერი შხამ-ქიმიკატები დიდი რაოდენობით. ახლა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ფაქტიურად, ექიმები გადარჩენის შანსს არ იძლევიან.

ძალიან გთხოვთ ყველა ორგანოს, ვისაც ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება, უდანაშაულო ადამიანის უფლებები რამედ გიღირთ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ნინო შევარდენიძე.

ინფორმაციისთვის: დახმარების მსურველებს გთავაზობთ საბანკო ანგარიშის ნომერს:
საბანკო კოდი: TBCBGE 22
მიმღების დასახელება: ნინო შევარდენიძე
ანგარიშის ნომერი: GE37TB7803545064300036

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული