spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმე შევიტან გირაოს, არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით...

მე შევიტან გირაოს, არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით – ნიკა გვარამია

როგორც ცნობილია, ნიკა გვარამიას გირაოს გადახდა დააკისრა სასამართლომ, რის გადახდაზეც უარი განაცხადა, თუმცა კონკრეტულ მიზეზთა გამო ეს გადაწყვეტილება შეიცვალა, რომლის თაობაზეც სოციალურ ქსელში საზოგადოების ინფორმირებას ახდენს:

მოკლედ, ხვალ თუ ზეგ ჩემი გირაოს ბოლო დღეა.

ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი Paata Iakobashviliით დაწყებული, გადარეული Nanuka Zhorzholianiთ დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო.

ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი Dito Sadzaglishvili მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელური ახირებითო.

ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება.

ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. სწავლის თავი არ მაქვსო, იძახის, ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებიო. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება ❤️“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...