კვირა, მაისი 11, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022...

“ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2022, 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ფერმერების დახმარებას. დღევანდელი გამოფენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული საწარმოები მზად არიან დააკმაყოფილონ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები.

ვფიქრობ, მთავრობის დახმარება და სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები, ფერმერებს სტიმულს აძლევს, რომ უფრო მეტი ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქცია აწარმოონ.

როგორც 2022 წლის სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენ გვაქვს სტაბილური ზრდა ევროკავშირის ბაზარზე. ეს ზრდა განპირობებულია სწორედ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატვიის მხრიდან ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი მზარდია.

გამოფენაზე RIGA FOOD 2022, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ 20-მდე ქართულ კომპანიას გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდათ: კაკალი, თხილი, ღვინო, კენკროვანი კულტურები, ჩირი, ჩაი, ნატურალური წვენები, ტყემალი, სუნელები, თაფლი და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს დახმარებით ქართველი მწარმოებლების გამოფენებში მონაწილეობა, საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ბაზრების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

RIGA FOOD ბალტიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და 420-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...