ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა ელისაბედ II-სთან დაკავშირებით შემდეგი ისტორიები გავიხსენო" -...

“მინდა ელისაბედ II-სთან დაკავშირებით შემდეგი ისტორიები გავიხსენო” – მიხეილ სააკაშვილი

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებას, კლინიკა “ვივამედიდან”, ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდის მეშვეობით თავის მოგონებებს ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივ მმართველთან დაკავშირებით:

მთელი ეპოქა დამთავრდა. ორჯერ ვარ შეხვედრილი ელისაბედ II-ს. საოცარი ცნობისმოყვარეობა, ქარიზმა და იუმორის გრძნობა ჰქონდა. მისი სიკვდილი შეიძლება ნიშნავდეს შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფის პერსპექტივას, ვინაიდან შემაკავშირებელი სწორედ ეს დედოფალი იყო.

მინდა ელისაბედ II-სთან დაკავშირებით შემდეგი ისტორიები გავიხსენო. ჩვენმა პირველმა შეხვედრამ ერთ საათზე მეტი გასტანა. ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველაფერი აინტერესებდა საქართველოზე. სანდრას კომპლიმენტი უთხრა ჩაცმულობაზე.

2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე ჩავედი, ბუკინგემის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც ბევრი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო. მე კიბეზე გამოვედი დასარეკად და სახით კედელთან ვიდექი. უცებ ვიღაცამ ტელეფონი ხელიდან გამომტაცა, მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი – ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რა, არ იცით, რომ ამ სასახლეში მსგავსი მოწყობილობების გამოყენება არ შეიძლება?! – ღიმილით მითხრა მან. შემდეგ გამომკითხა თუ რა ხდებოდა საქართველოში. საოცარი მომხიბვლელობა ჰქონდა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

“ავადმოსაგონარი 1937 წელი საზოგადოების დუმილმაც დააყენა!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე წარსულის მძიმე გაკვეთილზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...