სამშაბათი, მაისი 13, 2025
14.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებადედაქალაქში 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" გაიმართება

დედაქალაქში 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, რიგით 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება. კახიძის მუსიკალურ ცენტრში ღია საფესტივალო რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

შემოდგომაზე, თბილისში, საფესტივალო ცხოვრებას ძალიან დიდი დღესასწაულით ვიწყებთ. მსმენელს 11 დაუვიწყარი კონცერტი ელოდება. მინდა აღვნიშნო, რომ შემოდგომა თბილისში ამ მხრივ ძალიან გამორჩეული იქნება. წინ გვაქვს ორი თეატრალური, ფოტო და კინო ფესტივალები. ვფიქრობ, რომ თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს საფესტივალო ქალაქი და ზოგადად, რეგიონში, კულტურის დედაქალაქი“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

„შემოდგომის თბილისი“ აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს. მასში, მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მუსიკოსები, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები იტალიიდან, ლატვიიდან   და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს. მათ შორის, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი კოვალიოვი, გიორგი ხარაძე, ალექსანდრე და დანიელ გურფინკელები, ვოკალური ანსამბლი LATVIAN VOICES, ანსამბლი „დიდგორი“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ლა სკალას კამერული ორკესტრი და სხვა. ფესტივალის ფარგლებში, 11 ოქტომბერს, კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.

ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილი მუსიკოსები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...