პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვეულებრივი შოშია Sturnus vulgaris

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა – ჩვეულებრივი შოშია Sturnus vulgaris კრწანისის ტყეპარკში

ფრინველების ჯგუფი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით. ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ მცენარეთა თესლებით.

საბინადრო ადგილის შერჩევაში საკმაოდ არამომთხოვნია, მაგრამ გვხვდება მხოლოდ ბარში, არ ადის მაღლა მთაში. კარგად ეგუება დასახლებულ პუნქტებს და სოფლის გარემოს ფერმებთან ახლოს. ბინადრობს ზღვისპირა რაიონებში, ჭაობებში, მლაშობებზე, მეჩხერ ტყეებში, სტეპებში, თუმცა თავს არიდებს ადამიანისათვის ძნელად მისადგომ ადგილებს. გამრავლების დროს სჭირდება ხის ფუღუროები ან შენობების ნიშები ბუდის ასაგებად და დათესილი მინდვრები საკვები ტერიტორიის სახით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული