კვირა, თებერვალი 15, 2026
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკამინისტრობის კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტებში ეკატერინე ტიკარაძე ლიდერობს...

მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტებში ეკატერინე ტიკარაძე ლიდერობს – თეონა ჭალიძე

“სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ეხმიანება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გამოსვლას პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

,,მინისტრობის კანდიდატებს შორის ყველაზე სუსტებში ეკატერინე ტიკარაძე ლიდერობს. ნათელია, ძალიან მძიმე ტვირთია მისთვის ამხელა სამინისტროს პორტფელი. განსაკუთრებით უცხო ჩანს მისთვის სოციალური დაცვა, სადაც გასატარებელი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები 45 წამში გაგვაცნო და ეს სხვა არაფერი იყო, გარდა იმაზე ხაზგასმისა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები თითქოს გაზარმაცდნენ და სამუშაო ადგილების სიუხვის მიუხედავად თითქოს მაინც უმუშევრობისა და სიღარიბისკენ ილტვიან. როგორც ჩანს მას ჰგონია, რომ უკეთეს შემთხვევაში 60 ლარი თვეში საარსებო შემწეობა იმხელა ფულია, რომ ადამიანებს ურჩევნიათ ეს დახმარება აიღონ და სამსახურებზე უარს ამბობენ. ამ თანხით ქალბატონო ეკა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები ძლივს არსებობენ და მერწმუნეთ – არავის არ უხარია ამ კაპიკებით არსებობა.

როგორც ჩანს მინისტრი ოფიციალურ სტატისტიკასაც არ იცნობს. ცნობისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 948 971 პირი და აქედან 433 522 პირი იღებს მხოლოდ საარსებო შემწეობას, საიდანაც 140 000 ბავშვია, დიდი ნაწილი კი საპენსიო ასაკს მიღწეულები და შრომის უუნაროს სტატუსის მქონე პირები არიან.

გირჩევთ იზრუნოთ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დახვეწაზე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე და საარსებო შემწეობის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლების გადახედვაზე.

რაც შეეხება სოციალურ დაცვას გაცნობებთ, რომ მხოლოდ საარსებო შემწეობაზე საუბარი არაა თქვენი კომპეტენცია, ამ კუთხით ბევრი სხვა პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ძირითადი აქცენტი პარლემენტის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავთ სოციალური კუთხითაც, კერძოდ კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მხოლოდ სოციალური დახმარების შემწეობაზე დამოკიდებულები, ჩვენი მიზანია გავააქტიუროთ ჩვენი კომუნიკაცია, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ეკონომიკის და განათლების სამინისტროსთან და შესაფერისი და შესაბამისი პროგრამების ჩართულობით საშუალება მივცეთ მათ ჩაერთონ აქტიურად ეკონომიკაში, რათა მიიღონ ის ღირსეული ანაზღაურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იმსახურებს და ჩენი დაფინანსების პრინციპი არ გახდეს არავითარ შემთხვევაში მოტივაცია სიღარიბის წახალისებისთვის და უმუშევრობისთვის, არამედ, პირიქით, შევძლოთ მათი მოტივაცია დასაქმებისთვის, ვინაიდან შემდგომში მათ უზრუნველყონ საკუთარი მომავალი თაობის კეთილდღეობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი...

“ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკასვილი, საპატიმროში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...