შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჩვენ შევეცდებით, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და შარის მოდების საშუალება არავის ჰქონდეს” – მამუკა მდინარაძე

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა წლის ბოლო ეწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად პარლამენტში 90 დეპუტატის ხმა არის აუცილებელი, რისთვისაც აუცილებელი ხდება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:

,,დილით დაზუსტებით ვიცოდით, რომ ,,ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც მოდიოდნენ დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა მათაც უარყვეს, როგორც ჩანს. ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ამბავს. ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომედაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით – რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ.

ხვალამდე არ ვიტყვით არაფერს, არც ერთ წინადადებას იმასთან დაკავშირებით რას დავაპირებთ?! ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულები არ ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციური სპექტრის აზრი შერჩევის წესთან დაკავშირებით.

ხვალ ჩვენ გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით.

ყველა შემთხვევაში, ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ვუზრუნველყოფთ, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, კითხვის ნიშანი და მოდი ასე ვთქვათ ნახევრად ჟარგონზე შარის მოდების საშუალება არავის ჰქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული