კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარი კითხვა გახლავს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა"...

“მთავარი კითხვა გახლავს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა” – მარიამ ჯიშკარიანი უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით უცხოელი ექსპერტები უკვე საქართველოში ჩამოვიდნენ და მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულეს. დეტალებზე ისაუბრა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა:

,,რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ექსპერტები ერთვებიან და დავუშვათ ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ერთიანი, შეჯერებული პოზიცია იქნება წარმოდგენილი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ადგილობრივი სასამართლოსათვის, ისე შემდგომშიც, თუ საჭირო გახდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კითხვები არის ძალიან ბევრი. პირველ რიგში, მთავარი კითხვა გახლავს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე, მისი მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის მომენტიდან მოყოლებული, – თუ როგორ მიმდინარეობდა? რა გარემოებები იყო? იყო თუ არა ადეკვატური მკურნალობა? იყო თუ არა ადამიანური მოპყრობის ფაქტები? და ა.შ.

შემდგომში შეფასებული იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში მოხვედრამდე და გაცემული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორი უნდა იყოს მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია მომავალში და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...