შაბათი, აპრილი 20, 2024

ამერიკა აპირებს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რეგიონში და მათ შორის საქართველოში – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნის საკითხს ეხმიანება და მიაჩნია, რომ პარტნიორი ქვეყნის აქტიურობა რეგიონში პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიურ პროცესებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი იყოს წარმოდგენილი. ჩემი ინფორმაციით შტატებში ზუსტად აქვთ გაცნობიერებული ის პრობლემები, რაც აქტიური საელჩოს არ ყოფნამ გამოიწვია საქართველოში. ფაქტია, გვაქვს დაღმასვლა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ძალიან მკვეთრი და კრიტიკული ნაბიჯები მზადდება ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ელჩის დანიშვნაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ამერიკა აპირებს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რეგიონში და მათ შორის საქართველოში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული განვითარების პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები და ამერიკისთვის მსგავსი არაფორმალური მმართველობა აბსოლუტურად მიუღებელია. ისინიც, ჩვენს მსგავსად, საქართველოს პარტნიორ ქვეყნად მოიაზრებენ. სწორედ ამ ახალ პოლიტიკას, სტრატეგიას და მკვეთრ პოზიციონირებას უკავშირდება საქართველოში ელჩის დანიშვნაც.

ამერიკის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი განცხადებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში იქნება ძალიან აქტიური, რათა საქართველომ შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების გზა.

იმ უკანონობებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩაიდინა, აღარავინ აღარ აპატიებს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული