კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, ხელს ნუ გვიშლის...

“მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, ხელს ნუ გვიშლის სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობისას” – მარიამ ჯიშკარიანი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ კომისიაში ჩართულობასთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის აღიარებას რეგულირების სააგენტო აჭიანურებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს წამების მსხვერპთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტ ,,ემპათია“-ს ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი:

,,ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს 5 და 10 აგვისტოს ხუთი ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე. სამწუხაროდ, დღემდე მათგან ვიღებთ არაადეკვატურ წერილებს დამატებითი მოთხოვნების თაობაზე.

ცენტრმა ,,ემპათიამ“ დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია გაეროს ექსპერტთან დაკავშირებით, ამის და მიუხედავად, ასევე სხვა ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ თანდათანობით ვაწოდებთ, ვინაიდან ჩვენი უცხოეული კოლეგებისთვის გაუგებარი არის ბეჭდიანი ცნობების აღება სამსახურიდან და ასევე, შრომის წიგნაკების წარმოდგენა, რაც საბჭოთა კავშრის გადმონაშთია. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იმყოფება. მე ვერ მოვახერხე კომუნიკაცია ადეკვატური ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან.

რაც შეეხება გაეროს ექსპერტს – მინდა გითხრათ, რომ 29 აგვისტოს ის აქ იქნება. ჩვენ განვახორციელებთ ვიზიტს კლინიკა ,,ვივამედში“. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, ხელს ნუ გვიშლის სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობისას, კეთილი ინებოს და ხვალვე გასცეს სასამართლო ექსპერტისათვის დამადასტურებელი დოკუმენტი დროებითი ლიცენზიის აღიარების.

წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს მისამართით საჩივარი მიემართება, როგორც საქართველოს პროკურატურაში, ასევე სასამართლოში ექსპერტიზაში ხელის შეშლის მოტივით’’, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...