spot_img
მთავარიკანონი და სამართალიოფიცრის დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და...

ოფიცრის დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა – ბაჩო კვარაცხელია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, ბაჩო კვარაცხელიას უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ჰყვება, თუ კონკრეტულად რა მოხდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში”:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი.

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან – ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე №308 სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.

2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი – საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.

ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ბაჩო კვარაცხელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის, “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12😁” – ნიკა გვარამია

ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე" სასამართლო პროცესების განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“მინდა მივმართო “ოცნების” ამომრჩევლებს, მოგწონთ ეს? ამისთვის იბრძოდით?” – ანა დოლიძე

მედიასა და სოციალურ ქსელში გავცელდა "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...