spot_img
მთავარიარჩევნები"სამართლიანი არჩევნების" არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში...

“სამართლიანი არჩევნების” არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას – აშშ-ს საელჩო საქართველოში

საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს ხელისუფლების მიერ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ პარლამენტის შესაბამის კომისიაში მუშაობაზე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისთვის” (ISFED) უარის თქმასთან დაკავშირებით:

სამართლიანი არჩევნების” (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“.

სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბევრ სისულელეს ვისმენთ ტელეეკრანებიდან დენის ტარიფებთან დაკავშირებით” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე დენის ტარიფთან და...

“როგორი უძიროა და მავნე ეს წმინდა კრეტინიზმი!..” – ლაშა ბუღაძე

4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქციაზე...

“დღეს ჩემს წინაშე წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი” –...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, თბილისის სასამართლოში, მოწმის სახით დაიკითხა წინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...