კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე: ძველ ბათუმში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა

თორნიკე რიჟვაძე: ძველ ბათუმში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პირველი სექტემბრიდან ძველი ბათუმის რეაბილიტაცია დააანონსა. მისი თქმით, ბათუმის განვითარებასთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ძველ ბათუმში განხორციელდება მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ძველ ბათუმს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და არ გაიზრდება კოეფიციენტი.

გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.

პირველი სექტემბრიდან მინდა ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე. 12 მეტრიანი შეზღუდვა რჩება ძალაში და ძველ ბათუმში კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...