პარასკევი, მარტი 29, 2024

“ოცნების” სამუშაო პროცესი ილუზიაა, “სამართლიანი არჩევნების” დაბლოკვა არის ნათელი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად – გიორგი ვაშაძე

კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელ 12-პუნქტიან გეგმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, დღეს “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები დაიბლოკნენ. საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმიანება. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, ეს არის ნათელი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელისუფლება არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და მათი პროცესი არის იმიტაცია. მისი თქმით ოპოზიციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ღიაა:

დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ეს არის ნათელი ლუსტრაცია იმისა, რომ ხელუსუფლება არ არის განწყობილი რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს პროცესი სჭირდებათ იმიტაციისთვის, რომ შექნან ილიზია თითქოს იმუშავეს, ყველაფერი გააკეთეს და ევროპამ უსამართლოდ უარი გვითხრა კანდიდატის სტატუსზე.

ოპოზიციური პარტიების სამუშაო ჯგუფები ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისათვის 12 პუნქტიან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ “სამართლიან არჩევნებთან” და სხვა ავტორიტეტულ საეთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა მათი წინადადება იქნება ასახული და გაზიარებული ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტებში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული