სამშაბათი, ივლისი 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში იდუმალი სტუმრის მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

აჭარაში იდუმალი სტუმრის მეთოდით მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

აჭარაში კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის დონეს რეგიონში არსებულ 100 ობიექტში იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს. პროექტის მიზანი მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით სატრენინგო პროგრამების შემუშავებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

იდუმალი სტუმრის კვლევის შედეგები კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და შეძლონ მათი გამოსწორება. თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არსებულ მონაცემებს 2023 წლის სატრენინგო პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინებს.

ყოველწლიურად, დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადებას უზრუნველყოფს. მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამები გიდებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...