ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ელჩისგან არის პასუხი, რომ მე ვიხდი და მე ვადგენ თამაშის წესებს, ახლა უკვე ცდილობენ ხელისუფლების მესამე შტოს მითვისებას” – გურამ მაჭარაშვილი

ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მწვავე შეფასებას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წერილთან მიმართებაში და აცხადებს, რომ საელჩო წერილში ფორმალურადაც არ იცავს რეკომენდაციის ხასიათს:

,,საერთოდ წერილში შესაძლებელია ფორმალურად მაინც დაიცვას ვიღაცამ, რომ ის იყოს რეკომენდაციული ხასიათის და შინაარსიდან გამომდინარე იყოს მავალდებულებელი, თუმცა საელჩომ ფორმითაც კი არ დაიცვა ეს და პირდაპირ ფორმითაც არის მითითებული, რომ პარლამენტისგან კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს ესა თუ ის კანონი გაუქმდეს, ამა თუ იმ კანონში შევიდეს ცვლილება.

როდესაც ჩვენ ვკითხეთ საელჩოს, თუ რატომ დაიბარა მოსამართლე საელჩომ, რატომ მოსთხოვა კონკრეტულ საქმეზე ანგარიში? – ელჩისგან პასუხი იყო, რომ საელჩო ეხმარება ათეული წლებია, 30 წელია საქართველოს. მათ შორის მართლსაჯულების განვითარებაში. გამოდის რომ ელჩისგან არის პასუხი, რომ მე ვიხდი და მე ვადგენ თამაშის წესებს.

ახლა უკვე ცდილობენ, როგორც ჩანს, ხელისუფლების მესამე შტოს მითვისებას. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს ერთადერთი რამე დაუპირისპირდება – ეს არის ხალხის ძალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული